ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მსხვერპლით დასრულდა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად სატვირთოს მძღოლის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო არ ასახავს რეალობას