ინფიცირებულთა წყაროები და კონტაქტები

2020-09-26 11:11:25

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"დაგვემატა 296 ახალი შემთხვევა და გახდა 4960, გამოჯანმრთელებული გვყავს 1819, შესაბამისად 3149 პაციენტი გადის მკურნალობას უმეტესობა სტაციონარში, ასევე იმყოფებიან, სასტუმროებში, ასევე ბინაზე თვითოზალაციით. ამ პაციენტებიდან კრიტიკულად მძიმე არის 19, მათ სორის 17 არის მართვით სუნთქვაზე.

296 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა - 166, თბილისი - 41, იმერეთი - 55, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 18, გურია - 9, ქვემო ქართლი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 1, კახეთი - 1" - განაცხადა მარინა ენდელაძე.