უკრაინაში თვითმფრინავი ჩამოვარდა [video]

2020-09-25 23:52:05

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. [ვიდეო/video]

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი გარდაიცვალა, 2-ს მძიმე დაზიანებები აქვს, 2-ს კიდევ ეძებენ.

თვითმფრინავის ბორტზე სამხედრო პილოტი და კოჟედუბის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის იუნკერები იმყოფებოდნენ.

ავიაკატასტროფა უკრაინის დროით 20:50 სამხედრო აეროპორთან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მოხდა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები