გამოცემა შარლი ებდოს ძველ ოფისთან 4 ადამიანი დანით დაჭრეს. [ვიდეო/video]
დაჭრილებს შორის 2-ის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მათ სისცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"ჩემი 2 კოლეგა შენობის გარეთ სიგარეტს ეწეოდა, როდესაც ყვირილის ხმა გავიგე. ფანჯარასთან მივედი, გადავიხედე და დავინახე, რომ ერთ-ერთი ჩემი კოლეგა სისხლში დასვრილი გარბოდა და კაცი მისდევდა, რომელსაც მაჩეტე ეჭირა",- ყვება თვითმხილველი.
ფაქტი უკვე შეაფასეს ტერაქტად.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი დამნაშავე ბასტილიის შემოგარენში დააკავეს. ასევე დაკავებულია მეორე პირიც.
ფაქტზე გამოძიება ანტი-ტერორისტულმა სამსახურმა უკვე დაიწყო.
პარიზის მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ თავი აარიდონ შემთხვევის ადგილზე მიმოსვლას.