მერიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

2020-09-25 14:26:42

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის 2 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ინფიცირებული თანამშრომლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე იყვნენ გადასულები, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები კი უკვე გადავიდნენ თვითიზოლაციაში.

"ხულოს მერია განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.

სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობა და სამუშაო სივრცეები". – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.