ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში

2020-09-25 12:18:28

ხანძარი იყო თბილისში. ცეცხლი სულხან ცინცაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის აივანზე გაჩნდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. უწყების ინფორმაციით, ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი მუშაობდა.