ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"დაგვემატა 259 ახალი შემთხვევა და გახდა 4399. 259 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა - 164, თბილისი - 34, იმერეთი - 22, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 15, გორი - 1, მარნეული - 1, მცხეთა - 1, საზღვარგარეთიდან იმპორტირებული - 5" - განაცხადა მარინა ენდელაძე.
315-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. კრიტიკული პაციენტი არის 18.