“ბავშვები საკლასო ოთახებს უნდა დაუბრუნდნენ”, - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. გახარიას თქმით, სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს, თუმცა უფრო კონკრეტულ გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით დღეს საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა მასშტაბური შეზღუდვების დაწესებას არ აპირებს. გიორგი გახარია ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ შეზღუდვები დაწესდება, ეს იქნება წერტილოვანი და მიზნობრივი შეზღუდვები.