24 სექტემბერს რუსთავში ელ.ენერგია შეიზღუდება

2020-09-23 22:28:07

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 სექტემბერს 11:00-დან 11:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში: შარტავას, მეგობრობის, თოდრიას, რუსთაველის, მე-15, მე-7, მე-14 მიკრორაიონებსა და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.