რუსთავის შემოსასვლელი გადაკეტილია

2020-09-23 19:45:04

რუსთავისემოსასვლელი გადაკეტილია.

ჩქაროსნული მაგისტრალიდან რუსთავში, ცენტრალური შემოსასვლელიდან ვერ შემოხვალთ.

ავტომობილით ქალაქში შემოსვლა შესაძლებელია ლომოურის და თბილისის ქუჩით, ან უნდა ახვიდეთ მომსახურების სააგენტოსკენ, შემდეგ მობრუნდეთ უკან და ავტობანზე საპირისპირო მიმართულებაზე გადახვიდეთ, სანამ ხიდს გაივლით მარჯვნივ ჩაუხვევთ და ამ გზით მოახერხებთ შარტავას გამზირზე მოხვედრას.

საავტომობილო გზა სანიაღვრე სისტემის მოწყობის გამო გადათხრილია. სამუშაოები სავარაუდოდ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

ამ დროისთვის უკვე დაიტვირთა ლომოურისა და ფაილიაშვილის ქუჩები.