"სახის ფარი არ გვიცავს"[video]

2020-09-23 14:57:55

ინგლისური გამოცემა Daily maili წერს, რომ სახის ფარები, რომლებსაც კორონავრუსული ინფექციისგან დასაცავად ვიყენებთ, რეალურად ვირუსისგან არ გვიცავს. [ვიდეო/video]

გამოცემა ფლორიდის ატლანტიკური უნივერსიტეტის ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების კოლეჯის მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა.

კვლევის თვალსაჩინოებისთვის ფლუორესცენტული ნივთიერებები გამოიყენეს, რათა სიმულაციის დროს ხილული ყოფილიყო, ადამიანის დახველების ან დაცემინების შემთხვევაში, როგორ ვრცელდება წვეთები ჰაერში.

აღმოჩნდა, რომ მანეკენზე დამაგრებულმა ფარმა მხოლოდ პირდაპირი მიმართულებით წასული წვეთები შეაკავა, ხოლო ფარის ღია ნაწილებიდან დანარჩენი წვეთები მაინც გაიპარა.

კვლევის მთავარი მეცნიერების თქმით, სახის ფარებს ქვედა მხარესა და გვერდებზე შესამჩნევად დიდი ნაპრალები აქვს, რის გამოც წვეთები მაინც ადვილად გადაადგილდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ფარები პრევენციისთვის მხოლოდ მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როცა მას სხვა დაცვით საშუალებასთან ერთად კომბინაციაში მოვიხმართ. მაგალითან პირბადესთან ერთად.

კვლევის შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ სახის ნიღბები კორონავირუსის პრევენციისთვის ბევრად ეფექტურია, ვიდრე ფარები.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები