ერთ-ერთ სკოლაში 12 პირი დაინფიცირდა

2020-09-23 12:42:45

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლაში 12 პირი კორონავირუსით დაინფიცირდა. აქედან 7 მასწავლებელია, 1 ფსიქოლოგი და 4 დამლაგებელი.

გავრცელებული ინფორმაციით,  ინფიცირებული პირიდან ერთ-ერთი მკურნალობას ბინაზე გადის, დანარჩენები კი კლინიკებში არიან გადაყვანილი.

დღევანდელი, 23 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 165 ახალი შემთხვევა ბათუმშია გამოვლენილი.