მოწყობილობა, რომელიც კორონავირუსს კლავს

2020-09-23 12:34:05

მანათობელი ნათურების იაპონურმა კომოპანია უშიომ(Ushio) კოლუმბიის უნივერსიტეტთან ერთად მოწყობილობა შექმნა, რომელიც კორონავირუსს კლავს.

კომპანიის განცხადებით, ნათურა ულტრაიისფერ სხივებს ასხივებს, რომელთა ტალღის სირგძეც 222 ნანომეტრია. დასხივების შედეგად კვდება ყველა მიკრობი, თუმცა ადამიანისთის სრულიად უსაფრთხოა.

გამოყენების დროს ნათურის სხივები 6-დან 7 წუთამდე ჰაერში ბაქტერიებისა და ვირუსების 99% კლავს.

მოწყობილობების გამოყენება შეიძლება ისეთ ადგილებში, სადაც კორონავირუსული ინფექციის გადადების რისკები მაღალია, მაგალითად: ავტობუსებში, მატარებლებში, ლიფტებსა და ოფისებში.

ამ ეტაპისთვის ნათურა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის და მისი ღირებულება 300,000 იენი იქნება, რაც ლარის ექვივალენტში 9,286 ლარის ტოლია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები