ინფიცირებულთა წყაროები და კონტაქტები

2020-09-23 11:29:07

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"დაგვემატა 227 ახალი შემთხვევა და გახდა 4140. 227 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა - 165, თბილისი - 34, რუსთავი -4, იმერეთი - 14, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 2, გურია - 4, დუშეთი - 1" - განაცხადა მარინა ენდელაძე.

69-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა.