კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა

2020-09-23 10:45:15

საქართველოში კორონავირუსული ინფექციით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია კოვიდ19-ისთვის შექმნილ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, პაციენტი 70 წლის კაცი იყო და იდ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას 18 აგვისტოს შემდეგ გადიოდა.

"დღეს გარდაიცვალა დილის 8 საათზე ჩვენთან ერთი პაციენტი, რომელიც იყო ჩვენს კლინიკაში შემოსული 18 აგვისტოს. ჰქონდა ძალიან მძიმე ფონური დაავადებები. კერძოდ, ის იყო ხორხის კიბოს გამო ნაოპერაციები. მას თავიდანვე შემოსვლისას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა",- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებეთ, რომ ბოლო 2 დღეში ახალი ვირუსით საქართველოში 4 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 69-ით გაიზარდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები