კორონავირუსზე უფასო ტესტირება ჩატარდება

2020-09-22 19:55:41

თბილისში, იუსტიციის სახლის უკან, 22 და 23 სექტემბერს კორონავირუსზე უფასო ტესტირება ჩატარება. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"თბილისში გვინდა გავზომოთ ინფექციის ცირკულირების ინტენსივობა. იუსტიციის სახლის უაკან მხარეს არის მოწყობილი შესაბამისი სივრცე, დღეს ხვალ იქნებიან ნიმუშის ამღებები, ვისაც გსურთ შეიძლიათ მიხვიდეთ, მეორე დღეს პასუხი გექნებათ. გვაინტერესებს, დაახლოებით, 1 000 ადამიანზე გაკეთდეს ტესტი. ეს კვლევები არის საშუალება იმისა, რომ გარკვეულწილად პულსზე გეჭიროს ხელი", - თქვა ამირან გამყრელიძემ.