რუსთავში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ინფორმაციით, 3 ინფიცირებულიდან ერთ-ერთი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. პაციენტი შუახნის ქალია, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და კონტაქტების წრე არ უფიქსირდება. როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, კორონავირუსი მანამდე ქალის ქმარსა და შვილს დაუდასტურდა.
რაც შეეხება დანარჩენ 2 ინფიცირებულს, საქმე გვაქვს იმპორტირებულ შემთხვევებთან. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულ პირებს ვირუსი საზღვრის კვეთის შემდეგ, გეგმიური ტესტირებისას დაუდასტურდათ.
იმპორტირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, მათი კონტაქტების წრის მოძიების მიზნით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.
ცნობისთის, 29 აგვისტოდან დღემდე, რუსთავში, კორონავირუსის 49 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.