კოვიდ19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

2020-09-22 15:57:59

საქართველოში კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გაავრცელა.

გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებული ოკუპირებული ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით მე-3 ადამიანი გარდაიცვალა