მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაქურდეს

2020-09-22 15:08:35

ქუთაისში ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაქურდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა შენობაში სარდაფიდან შეაღწიეს.

ორგანიზაციიდან წაღებულია ნახევარ მილიომ ლარამდე.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას ნიშნავს.

უწყებაში ამბობენ, რომ დამნაშავეების დასაკავებლად ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ფოტო არ ასახავს რეალობას

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები