რუსთავს დასუფთავების ახალი ავტომობილი შეემატა [photo]

2020-09-22 14:11:00

რუსთავის ქუჩებს სპეციალური ტექნიკა დაასუფთავებს.

ქალაქის მუნიციპალიტეტმა დასუფთავების ავტომობილი შეიძინა, რომელიც ირაკლი ტაბაღუამ დაათვარიელა.

მერის განცხადებით, ქუჩების რეაბილიტაციის შემდეგ საჭირო გახდა მათი მოვლა-პატრონობაც, სწორედ ამიტომ მუნიციპალიტეტმა ქუჩების დასასუფთავებელი ტექნიკა შეიძინა.

"რამდენიმე ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია მოხდა სამრეწველო უბნის ტერიტორიაზე, სადაც დადგა საჭიროება და აუცილებლობა ამ გზის ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობის, დასუფთავების მიზნით.

ამიტომ პირველ ეტაპზე, 2020 წლის დასაწყისში გადავწყვიტეთ, რომ შემოგვეყვანა ტექნიკა, დასუფთავების მანქანა, რომელიც უზრუნველყოფდა აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავებას.

ეს შეიძლება ჩავთვალოთ გარკვეულ ტესტ რეჟიმად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ქალაქში ამ ტექნიკის გამოყენება, რომელსაც უახლოესი, თანამედროვე დასუფთავების სისტემა აქვს და ალბათ ამის მერე შეირჩევა კონკრეტული ლოკაციები, რაც შეიძლება 2021 წლის ბიუჯეტშიც დამატებით განისაზღვროს დამატებითი ანალოგიური ტექნიკის შემოყვანა.  მისი ძირითადი მიმართულება ცენტრალური ქუჩების დასუფთავებაა. ამ ტექნიკას აქვს მოძრავი მტვერსასრუტი, რომელსაც 6 მეტრზე შეუძლია გზიდან ტროტუარის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება. ვფიქრობ, ამითი შრომითი რესურსიც დაიზოგება და უფრო ეფექტური იქნება ქალაქის დასუფთავების კუთხით",- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები