ინფიცირებულთა წყაროები და კონტაქტები

2020-09-22 11:01:08

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"დაგვემატა 218 ახალი შემთხვევა და გახდა 3913. 218 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა - 137, თბილისი - 47, იმერეთი - 26, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 6, გურია - 2" - განაცხადა მარინა ენდელაძე.

40-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და ჯამში ინფიცირებულთა 42% შეადგინა. ამ დროისთვის 16 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.