კორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსთავში

2020-09-22 11:01:38

რუსთავის ცხელების ზონაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ მიაწოდა.

ბახტაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი ინფიცირებული პირი სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ის ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლს კორონავირუსული ინფექცია გეგმიური შემოწმებისას დაუდასტურდა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, საქმე ეხება დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ინფიცირება მანამდე შუახნის ქალის ქმარსა და შვილს დაუდასტურდათ.

პაციენტები შემდგომი მკურნალობის მიზნით, თბილისში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, რუსთავის ცხელების ზონაში 4 პაციენტია მოთავსებული. მათი ბიოლოგიური საკვლევი მასალა ლაბორატორიაში უკვე გადაიგზავნა.