კოვიდ19-ით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა

2020-09-22 10:45:00

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 2  პაციენტი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პაციენტი ქუთაისში კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა.

ხოლო მეორე გარდაცვლილი, 67 წლის მამაკაცი მკურნალობას ბათუმში გადიოდა. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

საერთო რაოდენობით კოვიდ19-ით ქვეყანაში სულ 22 ადამიანია გარდაიცვლილი.