ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

2020-09-21 18:25:19

ქუთაისში, რესტორან "პალადიუმის" მიმდებარედ ახალგაზრდა კაცი დაჭრეს, მას სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. შემთხვევა გუშინ, 20 სექტემბერს მოხდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.