ექიმზე ძალადობის ბრალდებით ენმ-ის წევრი დააკავეს

2020-09-21 18:00:35

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს სცემეს.

ექიმისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, დავით გეგიაძე დააკავეს.

"ინფო რუსთავს" ფაქტი პოლიტიკური პარტიის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს. 

საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას ნიშნავს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები