მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
მთისპირის ტერიტორიაზე, ტყის მასივთან სატვირთოს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 დაშავდა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.