23 აგვისტოს შატილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული რუსთაველი გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ახალგაზრდა გოგო კონტაქტურია და ჩურჩულით საუბარიჩ შეუძლია..
"ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია გაცილებით. თუმცა ჯერ-ჯერობით გაწერაზე არ ვსაუბრობთ. სამი დაშავებულიდან ერთს დღეს ან ხვალ გავწერთ. დევსურაშვილი ჯერ-ჯერობით რჩება კლინიკაში, მაგრამ მდგომარეობა უკეთესია. პაციენტი კონტაქტურია და ადეკვატურია. შეუძლია ჩურჩულით საუბარიც",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ლალი ტურძელაძემ.
ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილებს შორის 2 რუსთაველი ახალგაზრდა გოგო იყო, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ხატია დევსურიშვილის დაა.