გათავისუფლებული თანამშრომლები VS სილქნეტი

2020-09-21 11:28:10

კომპანია სილქნეტის 80-მდე თანამშრომელი გაიფიცა, რომელთა ნაწილიც სამსახურიდან გაანთავისუფლეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა განუცხადეს, მათი სამსახურიდან დათხოვნა უსამართლოდ მოხდა.

მათი თქმით, გაზრდილი სამუშაო პროცესის გამო კომპანიას ხელფასების ზრდა მოსთხოვეს, რაზეც სილქნეტისგან უარი მიიღეს, რის შემდეგაც თანამშრომლები გაიფიცნენ.

გათავისუფლებული პერსონალის განცხადებით, კომპანია 15 სექტემბრის შემდეგ სამსახურიდან გაფიცვაში მონაწილეებს ეტაპობრივად ათავისუფლებს.

მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სამსახურიდან გაშვებული თანამშრომლები დაუყოვნებლივ აღადგინონ სამსახურში და მოხდეს ანაზღაურების ზრდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კომპანიასთამ სასამართლო დავას დაიწყებენ.

"ინფო რუსთავი" საპასუხო კომენტარისთვის კომპანია სილქნეტსაც დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის გაფიცული თანამშრომლების ნაწილი სამუშაო პროცესს დაუბრუნდა. 33-მდე პირის განთავისუფლება კი კომპანიის შინაგანა წესის დარღვევის საფუძველზე მოხდა.

"ამ წუთას გაფიცვა არ არის, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს. დაახლოებით 23 ადამიანია განთავისუფლებული, ესენი არიან ისინი, ვინ არ გამოცხადდა სამსახურში. მათ მიეცათ გაფრთხილება, შენიშვნა, რაც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული, მიეცათ ვადები, რომ გამოცხადებულიყვნენ და არ გამოცხადდნენ",- სწორედ, ამის გამო მოხდა მათი სამსახურიდან განთავისუფლება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები