ინფიცირებულთა წყარო ცნობილია

2020-09-21 11:09:57

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლაში კორონავირუსი მასწავლებელსა და მის ორ მოსწავლეს დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგების ცნობით, მასწავლებლის ინფიცირების წყარო უკვე ინფიცირებული ქალია, რომელსაც-Covid 19 რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა.

სკოლაში ტესტირებები უკვე ჩატარდა. სენაკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.