ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"დაგვემატა 193 ახალი შემთხვევა და გახდა 3695. 193 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა - 92, თბილისი - 31, იმერეთი - 53, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი -1, გურია - 7, მცხეთა-მთიანეთი - 1" - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
40-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და ჯამში ინფიცირებულთა 42% შეადგინა. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში 2133 პაციენტი გადის მკურნალობა-მეთვალყურეობას.
კოვიდ ცენტრები არსებული პაციენტებიდან 16 არის კრიტიკულ მდგომარეობაში, ხოლო მძიმე პაციენტების მდგომარეობა 80 არის, დანარცენების მდგომარეობა საშვალო და მსუბუქია.