საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
საერთო რაოდენობით კოვიდ19-ით ქვეყანაში სულ 20 ადამიანია გარდაიცვლილი.
ამის შესახებ ინფორმაცია კორონავირუსისთვის შექმნილ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი 60 წლის ქალია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გადმოყვანის დღიდან მძიმე იყო.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი ინფექციის კიდევ 193 შემთხვევა გამოვლინდა.
ასე გამოიყურება ბოლო მონაცემები:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 3695
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1534
მათ შორის გარდაცვლილი - 20
კარანტინის რეჟიმში - 4988
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41