ვადები და ჯარიმის ოდენობა ცნობილია

2020-09-20 17:07:43

სატრანსპორტო საშუალების სამ თვეზე მეტი ვადით გზაზე მიტოვება ჯარიმას გამოიწვევს.

არსებული ინფორმაციით, ჯარიმა 50 ლარია.

ცნობისთვის, მიტოვებულად მიიჩნევა სატრანსპორტო საშუალება, თუ მას არ აქვს ძრავა, ან საბურავები, ან უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო სხვა ნაწილები.

ავტომანქანები წლების განმავლობაში ხშირად პარკირების ადგილებზე, საცხოვრებელ სახლებთან ან ტროტუარებზეც კი არის მიტოვებული.