"მისი ცვლა გადაყვანილია კარანტინში"

2020-09-20 15:30:46

რუსთავში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც უწყების პერესსამსახურში აცხადებენ, ინფიცირებული რუსთავის განყოფილების ქოლ ცენტრის თანამშრომელია.

კარანტინში გადაიყვანეს ინფიცირებული პირის რუსთაველი თანამშრომლებიც.

"მისი ცვლა გადაყვანილია კარანტინში და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ. ჩაუტარდათ ტესტირება. ინფიცირებული კი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და მიმდინარეობს მისი მკურნალობა", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

კორონავირუსი, საერთო ჯამში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა. მათგან 6 შემთხვევა აჭარაში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაფიქსირდა. 1 შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულში. 1 ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს ასევე აჭარაში. კორონავირუსის 2 ფაქტი დადასტურდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც. აქედან 1 ბათუმში, მეორე კი ქალაქ რუსთავში.
შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობებს კი სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.
თერთმეტივე თანამშრომელი გადის შესაბამის მკურნალობას. მათი მდგომარეობა სტაბილურია",
- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.