ახალი პროგრამა

2020-09-20 13:44:16

ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის კუთხით გამოვლენილ დარღვევებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები  განახლებულ საინფორმაციო ელექტრონულ პროგრამაში – erofficers.emis.ge აღრიცხავენ. აღნიშნული პროგრამის მეშვეობით მშობლები მოსწავლეთა მიერ ჩადენილი დარღვევებისა და მათ მიმართ ჩატარებული უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შესახებ ინფორმაციას ელექტრონულად მიიღებენ.

“ელექტრონული პროგრამა სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ მიერ შეიქმნა. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს მშობლების, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესებში.

პროგრამის მეშვეობით, მოსწავლეთა მიერ ჩადენილი დარღვევების და მათ მიმართ ჩატარებული უკონტაქტო ზედაპირული დათვლიერების შესახებ ინფორმაცია მშობლებს ელექტრონული ფორმით ეცნობებათ. ელექტრონულ ჟურნალი eSchool-ის ბაზაზე იფუნქციონირებს”, – ვკითხულობთ მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.