კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2020-09-20 11:53:20

რუსთავში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული 2-ვე პირი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

ცენტრის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და მათ ქალაქში კონტაქტების წრე არ უფიქსირდებათ.

პაციენტები შემდგომი მკურნალობის მიზნით რუსთავიდან თბილისში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვემო ქართლში, გასული 24 საათის განმავლობაში, ჯამში, კოვიდ19-ის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ცნობისთის, 29 აგვისტოდან დღემდე რუსთავში კორონავირუსის 46 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.