ინფიცირებულთა წყაროები და კონტაქტები

2020-09-20 11:33:58

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"დაგვემატა 196 ახალი შემთხვევა და გახდა 3502. 196 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა - 128, თბილისი - 30, ქუთაისი - 19, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 6, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 1, გურია - 4, მცხეთა-მთიანეთი - 2, კახეთი - 1", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და ჯამში ინფიცირებულთა 43% შეადგინა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში 1981 პაციენტი გადის მკურნალობა-მეთვალყურეობას.