ტრამპს ფოსტით საწამლავი გაუგზავნეს

2020-09-19 23:53:56

ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ფოსტით წერილი გაუგზავნეს, რომელზეც ლაბორატორიული ტესტის ჩატარების შემდეგ მომწამვლელი ნივთიერება რიცინი აღმოაჩინეს.

ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

ფაქტზე ამერიკის ფედერალურმა ბიურომ და საიდუმლო სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო.

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომწამვლელ ნივთიერერებას, სავარაუდოდ, თეთრ სახლამდე არ მიუღწევია.

რიცინი ძლიერ ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც აბუსალათინის მარცვლების შემადგენლობაში შედის.

რიცინის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, ის გულისრევას, პირღებინებას, კუჭისა და ნაწლავების შინაგან სისხლდენას იწვევს, რასაც მოჰყვება ღვიძლის, ელენთისა და თირკმელების უკმარისობა და სისხლძარღვთა სისტემის კოლაფსით სიკვდილი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები