ავტომობილის ხელოსანმა კლიენტი მოკლა

2020-09-19 19:49:25

შიდა ქართლში, კერძოდ კი კასპში მკვლელობა მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 60 წელს გადაცილებულმა კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით 45 წლამდე კაცი მოკლა, რომელიც მასთან მანქანის შესაღებად იყო მისული.

არსებული ინფორმაციით, ასევე დაჭრილია კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, გარდაცვლილის მეგობარია. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) დაიწყო.