შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა

2020-09-18 22:22:56

მკვლელობა ხაშურის მუნიციპალიტეტში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მამაკაცი სამშენებლო მაღაზიის ოფისში ცივი იარაღით შეიჭრა და იქ მყოფებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მაღაზიის მეპატრონემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა და მამაკაცს მოუწოდა ტერიტორია დაეტოვებინა, თუმცა მანც კვლავ განაგრძო დანით თანამშრომლების დაშინება. ოფისის მფლობელმა კი იარაღიდან მეორე გასროლაც განახორციელა რა დროსაც მაღაზიაში შეჭრილი მამაკაცი დაიჭრა, ის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი მამაკაცი აღნიშნული მაღაზიის ყოფილი თანამშრომელი იყო.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.