ახალი დეტალი ბაჩალიაშვილის საქმეში

2020-09-18 22:21:04

18 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი ფონიჭალის სასაფლაოზე იმყოფებოდა.

საქართველოს პროკურატურამ 23 წლის პროგრამისტის 18 ივლისის გადაადგილების ტრაექტორია გამოაქვეყნა, რომელიც, მათი განცხადებით, ახალგაზრდა გოგოს „google“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „timeline“-ის ფუნქციის მიერ ასახული მონაცემებზეა დაყრდნობილი.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ თამარი საკუთარი ავტომობილით რუსთავის გზატკეცილიდან თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე გადასვლის შემდეგ ჯერ ფონიჭალის სასაფლაოზე შედის, შემდეგ იქიდან გამოდის და სვლას მარნეულის მიმართულებით განაგრძობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ინფო რუსთავმა" კითხვა დაუსვა ბაჩალიაშვილების უფლებადამცველს, მიხეილ რამიშვილს, რომელიც აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით მას არ აქვს ინფორმაცია, რა მიზეზით შეიძლებოდა მისულიყო თამარი სასაფლაოზე.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები