მეხანძრე-მაშველებს კოვიდ19 დაუდასტურდათ

2020-09-18 18:54:16

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამსახური ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბათუმის მეორე და გლდანის განყოფილებების ორ მეხანძრე-მაშველს კოვიდ-19 დაუდასტურდა. მათი გეგმიური ტესტირების შედეგი 18 სექტემბერს გახდა ცნობილი და იყო დადებითი.

ამ დროისთვის​, მეხანძრე-მაშველები გადაყვანილი არიან შესაბამის დაწესებულებებში და მკურნალობა უტარდებათ. მათ ცვლაში მყოფ მეხანძრე-მაშველებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ და გადაყვანილი არიან იზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ.
შენობებს უკვე ჩაუტარდა სრული დეზინფექცია
",- ნათქვამია განცხდებაში.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები