რუსთაველი სპორტსმენის წარმატება [video]

2020-08-18 15:33:52

რუსთაველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. [ვიდეო/video]

სპორტსმენმა ამჯერად უნგრეთში მიმდინარე კანოეს ჩემპიონატში გამარჯვებით ოქროს მედალი დაიმსახურა.

"ოლიმპიური იმედების" რუსთაველმა მონაწილემ კანოეთი გასავლელი მანძილი ოთხ წუთსა და სამ წამში დაფარა და შეჯიბრის მონაწილე სხვა კონკურსანტები უკან ჩამოიტოვა.

გამარჯვებულის დაჯილდოების დროს საქართველოს ჰიმნმა გაიჟღერა.