რა შემთხვევაში იქნება უცხოელი ქართული მიწის მესაკუთრე

2017-05-30 14:16:47

ქართული მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

კანონპროექტის მიხედვით, უცხოელი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე იმ შემთხვევევებში შეიძლება იყოს, თუ:

  • მიწა მიღებული აქვს მემკვიდრეობით
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეების მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი.
  • გააჩნია მუდმივი ცხოვრების და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.

პროექტი მიწაზე საკუთრების განკარგვის წესს იმ შემთხვევებშიც არეგულირებს, როდესაც უცხოელი ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს.

უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა კი შესავამის ცნობა, საინვესტიციო გეგმა, მტკიცებულება და სხვა დოკუმენტები უნდა წარადგინოს.

საკანონმდებლო პაკეტი საპარლამენტო უმრავლესობის 22 დეპუტატის მიერ არის ინიცირებული.