23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი პროკურატურის განცხადებას სოცილალურ ქსელ ფეისბუქის პოსტით გამოეხმაურა.
"წყეულიმც იყოს უსამართლობა",- დაწერა თეონა თამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ტრასოლოგიური დასკვნები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა გოგოს სიკვდილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია.