ინფიცირებულთა წყაროები და კონტაქტები

2020-09-18 11:06:01

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"182 რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა. აჭარა 129 აქედან ბათუმი 114  ქობულეთი 11 ქედა 3 შუახევი 1, თბილისი 34, იმერეთი 11, ქვემო ქართლი - რუსთავი 4, გურია 3, კახეთი 1.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 13 არის", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

1657 მკურნალობენ და მეთვალყურეობენ კოვიდ ცენრტრებსა და სასტუმროებში. აქედან 11 არის კრიტიკულად მძიმე.