კოვიდ19-ის ახალი შემთხვევა რუსთავში

2020-09-17 23:51:58

კოვიდ19-ის ახალი შემთხვევა რუსთავში.

კორონავირუსი ერთერთი სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელს დაუდასტურდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით კოვიდ19-ით ინფიცირებული 35 წლამდე, რუსთაველი ქალია.

პაციენტის კონტაქტის წყარო სავარაუდოდ დადგენილია.

ქალი უკვე გადაიყვანეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო მისი ოჯახის წევრები კი კარანტინში განათავსეს.

შეგახსენებთ რომ 29 აგვისტოს შემდეგ რუსთავში კოვიდინფიცირების სულ 41 შემთხვევაა დადასტურებული.