"რჩება საკითხები, რომელთა მოგვარება აუცილებელია"

2020-09-17 14:29:23

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში ნინო ლაცაბიძე რუსთავში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის სტუმრობდა.

კანდიდატი ცენტრში არსებულ პირობებს გაეცნო და პედაგოგებს შეხვდა.

"რუსთავში შეზღუდული შესაძლებლობების ცენტრი ის ადგილია, სადაც განსაკუთრებული საჭიროების ბავშვები ლოგოპედიურ, ფსიქოლოგიურ, თერაპიულ მომსახურებას ღებულობენ.

ცენტრის არსებობის მანძილზე მათთვის დახმარება არაერთ ორგანიზაციას გაუწევია, თუმცა კვლავ რჩება საკითხები, რომელთა მოგვარება აუცილებელი და სასწრაფოა მათთვის.

მე ბედნიერი ვარ, რომ მყავს რუსთაველი მეგობრები, ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც გულთან ახლოს მიაქვთ ჩვენი საზოგადოებისთვის საჭირო თემები და აღნიშნული ცენტრისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს - კუთვნილი ტერიტორიის შემოღობვას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.

მათივე ინიციატივით, განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელებისათვის ბაღის ეზოში ადაპტირებული სპორტული სივრცე მოეწყობა"-აცხადებს ლაცაბიძე