"არ არის საჭირო ერთმანეთის გადახვევა"

2020-09-17 13:14:20

გახსოვთ, გაზაფხულზე არ ვკოცნიდით ერთმანეთს, არ ვეხუტებოდით, შევიკავოთ თავი ახლაც, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ კომენტარი გააკეთა ასევე იმ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მისამართით, რომლებიც საარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლებს ეხუტებიან.

„მესმის, ამ დროს გარკვეული ემოციური ფაქტორი არის, მაგრამ მოდით, დავძლიოთ ემოციები, არ არის საჭირო ერთმანეთის გადახვევა“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.