გაიზარდა თუ არა ისთ-ფოინთის მიმართულებით მგზავრობის ფასი

2020-09-17 12:07:13

სოციალურ ქსელ ფეისბუქზე რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტმა გივი შანიძემ განათავსა ვიდეო, რომელშიც რუსთავი-ისთ ფოინთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო მიკროავტობუსის მძღოლი აცხადებს, რომ მგზავრობის ფასი 1,80 გახდა.

იმის გასარკვევად გაიზარდა თუ არა მგზავრობის ღირებულება "ინფო რუსთავის" კომპანია ინტერტრანს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ ფასის ცვლილება არ მომხდარა და ტარიფი ისევ 1,50-ია.

"სოციალურ ქსელში, მგზავრობის ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

რუსთავიდან ისთ ფოინთის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება არ შეცვლილა და კვლავ 1.50 ლარს შეადგენს. რაც შეეხება მძღოლს, რომელმაც არასწორად გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს რუსთავიდან ისთ ფოინთის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა, კომპანიამ აღნიშნული პირის მიმართ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა.

არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული მძღოლი მოიხსნას ხაზიდან და ჩანაცვლდეს სარეზერვო მძღოლით,"-აცხადებენ კომპანიაში

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები