IRI-ის კვლევა

2020-09-17 11:23:48

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15 % კი- „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს.

კერძოდ, კითხვაზე: ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, 36%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 15 %-მა - „ნაციონალურ მოძრაობა“.

დანარჩენი ხმები კი ასე გადანაწილდა - „ევროპული საქართველო -თავისუფალი დემოკრატები“ – 4%, „ახალი საქართველოსთვის -სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4%, „პატრიოტთა ალიანსი“- 4%, „ლეიბორისტული პარტია“- 3%. ამომრჩეველთა 23 % კი აცხადებს, რომ არ იცის, ან პასუხი არ აქვს. რაც შეეხება სხვა პარტიებს - „სამოქალაქო მოძრაობას“ აქვს 2%, „ლელო საქართველოსთვის“- 2%, „გირჩი“ - 2%, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო - 1%, სხვა პარტია- 2%, არცერთი- 3%.

გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2.5%-ია.